იყიდება მზა ონლაინ მაღაზია ტელ: 571 400 666.

GiBlack.ge-ს ონლაინ მაღაზიით და ვებგვერდით სარგებლობის ზოგადი პირობები

შენიშვნა: პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლოა მოქმედებდეს განსხვავებული პირობები, რის თაობაზეც ინფორმაცია აღნიშნული იქნება შესყიდვის გვერდზე.

შესავალი

• წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ გიბლექ“ - (შემდგომში „კომპანია“)  შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მხოლოდ GiBlack.ge-ს  ვებ-გვერდის და ონლაინ შოპინგ მოლის გამოყენებას.  ვებ-გვერდი ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლის მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც GiBlack.ge-ს პლატფორმა;

• პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად (მუხლი # 11);

• GiBlack.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით GiBlack.ge-ს კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას (მუხლი # 11);

• GiBlack.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით GiBlack.ge-ს ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას (მუხლი # 8 და 9);

• ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი, გაიაროს რეგისტრაცია  GiBlack.ge-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე, შექმნას პირადი ანგარიში, რათა შესაბამისად, მომხმარებელმა პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს, ხოლო კომპანიამ მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება:

• მომხმარებელის მიერ ანგარიშის შექმნა, გამოყენება GiBlack.ge-ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის  გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა,  პლატფორმის საშუალებით განხორციელებული გაყიდვებიდან საკომისიოს დაანგარიშება და ანაზღაურების წესი, ასევე ანგარიშის გაუქმება;

• გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს;

• ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს GiBlack.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. GiBlack.ge-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.

 

1. ტერმინთა განმარტება

1.1.  წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

1.1.1.  ანგარიში - ნიშნავს მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

1.1.2.  ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს  წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

1.1.3.  გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე;

1.1.4.  ვებ-გვერდი - ნიშნავს  GiBlack.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების შეთავაზება;

1.1.5.  მომხმარებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს GiBlack.ge-ს პლატფორმის საშუალებით შეიძინოს კომპანიის პროდუქცია;

1.1.6.  კომპანია, შპს გიბლექ (შემდგომში „გიბლექ“ ან GiBlack.ge), რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, (რეგისტრირებულია 03.04.2017წ.) საიდენტიფიკაციო №: 406206494 , იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, თენგიზ სტურუას ქუჩა #14

1.1.7.  მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს GiBlack.ge-ს ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს;

1.1.8.  მხარეები - ნიშნავს კომპანიას და  მის მომხმარებელს;

1.1.9.  GiBlack.ge პლატფორმა - GiBlack.ge-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს  GiBlack.ge-ს ვებ-გვერდს;

1.1.10.  ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;

1.1.11.  უნივერსალური იდენტიფიკატორები - GiBlack.ge-ს მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს GiBlack.ge-ს რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;

1.1.12.  წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები ან/და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც GiBlack.ge-მ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;

1.1.13.  ხელშეკრულება - მომხმარებელსა და GiBlack.ge-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

1.1.14. მარაგი, (?)-მარაგშია)- პროდუქტის ხელმისაწვდომობის სტატუსი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ონლაინ მაღაზიისთვის და არ იძლევა ინფორმაციას კომპანიის რომელიმე ფიზიკური ფილიალის მარაგების თაობაზე;

1.2.  სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.(?)

 

2. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი;

2.2.  გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს GiBlack.ge-ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;(?)

2.3.  მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

2.4.  გაეცნოს პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

2.5.  მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.6.  მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელირებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.7.  პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

2.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული GiBlack.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ GiBlack.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

2.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  GiBlack.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

2.11. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს GiBlack.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

2.12. GiBlack.ge  ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია GiBlack.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

3.   GiBlack.ge-ს სრული მომსახურებით სარგებლობისათვის

3.1 მყიდველი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე GiBlack.ge;

3.2 რეგისტრაციისთვის მყიდველი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა;

3.3 რეგისტრაციის ან/და შეკვეთის პროცესის დასასრულებლად მომხმარებელირებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება GiBlack.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და წესებსა მომსახურების პირობებს, შეცვლის/დაბრუნების პოლიტიკას. შესაძლებელია, რომ აღნიშნული ველი უკვე მონიშნული იყოს, მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნის და პროცესის გამარტივების მიზნით (მუხლი # 8 და 9);

3.4 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მყიდველი ვებ გვერდზე ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს ან პროდუქტებს და ამატებს მათ კალათაში მათი ყიდვის მიზნით;

3.5 ყიდვის დასრულებისთვის მომხმარებელი ყიდვის გვერდზე ავსებს დამატებით ინფორმაციას: პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, ირჩევს მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდებს და ასრულებს ყიდვის ოპერაციას;

3.6. მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნისა და ოპერაციის გამარტივების მიზნით, შეძენის პროცედურაში დასაშვებია გამარტივებული ფორმის არსებობა, რომელიც გულისხმობს შესავსები ველების ნაკლებ რაოდენობას. ამ შემთხვევაში, აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის შევსების მიზნით, მყიდველს დაუკავშირდება კომპანიის ოპერატორი.

3.7. კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება ამ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება;

3.8. ონლაინ მაღაზიაზე შეძენისა და გადახდის დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

4. რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

4.1.  მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი;

4.2.  პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, GiBlack.ge-ს მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით.  პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ;

4.3.  მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4.4.  მომხმარებლის პირადი ნომერი - საიდენტიფიკაციო ნომერი;

4.5.  მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - უნიკალური იდენტიფიკატორი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;

4.6.  მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.

 

5.ავტორიზაცია

5.1.  ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელირებელი გადის ავტორიზაციას, რაც საჭიროა ვებ-გვერდის სრული შესაძლებლობების გამოყენებისთვის (საკუთარი პროფილის / ანგარიშის არსებობა და მასთან დაკავშირებული ფუნქციები);

5.2.  ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

 

6. მომხმარებელის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება

6.1.  ავტორიზაციის გარეშე მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა საიტზე განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.

6.2.  საიტზე განთავსებული ძიების ან ნავიგაციის სხვა ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.

6.3. ნივთის შეძენა მოხმარებელს შეუძლია განახორციელოს ორი განსხვავებული სტანდარტული და სწრაფი მეთოდებით (შემდგომში „სწრაფი მეთოდი“ ან „სტანდარტული მეთოდი“):

 

6.4. სტანდარტული მეთოდით შეძენისას:

6.4.1.  მომხმარებელი  სპეციალურად განკუთვნილი ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.

6.4.2. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება შესყიდვის და ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა მომსახურების (მაგ: მიწოდების, განვადების ფასნამატის) საფასური და განახორციელოს შეკვეთის განთავსება.

6.5. სწრაფი მეთოდით შეძენისას:

6.5.1. მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს და ირჩევს „სწრაფი შეძენის“ ღილაკს.

6.5.2. ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვა დამატებითი ფანჯარა, სადაც შეყავს საკონტაქტო მობილურის ნომერს.

6.6.  მომხმარებელი GiBlack.ge პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს კომპანიის ანგარიშზე თანხის ასახვიდან თბილისიში 1-2 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.7.  მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების ან შეცვლის უფლებით, თანდართული დაბრუნების/ შეცვლის პოლიტიკის მიხედვით (მუხლი # 8 და 9).

6.8. შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება საქართველოს ყველა იმ რეგიონში, რომელთა არჩევაც მომხმარებელს შეუძლია შესყიდვის გვერდზე.

6.9. მიწოდების პირობები შემდეგია:

6.9.1. პლასტიკური ბარათით - Visa / MasterCard - ით გადახდის შემთხვევაში, მიწოდება ხდება თბილისში 1-3 სამუშაო დღის, ხოლო რეგიონებში 3-8 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.9.2. ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვის მეთოდით გადახდის შემთხვევაში, მიწოდება ხდება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვიდან თბილისში 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 3-8 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.9.3. ონლაინ განვადებით შეძენის შემთხვევაში, მიწოდება ხდება გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ასახვიდან 1-2 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 3-7 სამუშაო დღის განმავლობაში.

6.9.4. მიწოდება ხორციელდება  მისამართზე, სართულზე ატანის მომსახურების გარეშე ან/და სართულზე ატანის მომსახურების დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში;

 

6.10 გადახდა ხორციელდება შემდეგი მეთოდებით:

6.10.1. შესყიდვის გვერდზე არჩეული მიწოდების მეთოდის შესაბამისად, გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს პლასტიკური ბარათით, Google Pay და Apple Pay-ით,  ონლაინ ტრანზაქციის იგივე ონლაინ განვადებით და საბანკო გადარიცხვის გზით და ასევე კრიპტო ონლაინ გადახდის მეშვეობით

6.11. შეკვეთის დამუშავება ხორციელდება: სწრაფი მიწოდების შემთხვევაში 11:00-12:30 წუთამდე, ხოლო სტანდარტული მიწოდების შემთხვევაში 11:00-16:30 წუთამდე;

7. ანგარიშსწორება GiBlack.ge-სა და მომხმარებელს შორის

7.1.  მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით Visa/MasterCard-ით რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.

7.2.  საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია.

7.3.  კომპანია მომხმარებელს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს კლიენტთა მომსახურების დეპარტამენტების მეშვეობით.

7.4 მომხმარებელის ვალდებულება კომპანიის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

7.5  მყიდველი GiBlack.ge-სთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:

• VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე GiBlack.ge

• საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე ხორციელდება ავტომატურად, ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ტარიფის დათვლა არ ხდება ავტომატურად, მომხმარებელი უნდა დაელოდოს ახალ ინვოისს, რომელშიც მითითებული იქნება მიწოდების დაანგარიშებული ტარიფი).

ონლაინ განვადება - სხვადასხვა ბანკს აქვს ონლაინ განვადების განსხვავებული პროცედურა. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ფიზიკურად ბანკში ან/და ჩვენი კომპანიის ოფისში ადგილზე მოსვლა და ხელშეკრულების ხელმოწერა.

• საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის სურვილით, კომპანიის ოპერატორს შეუძლია დაეხმაროს მომხმარებელს განვადების განაცხადის შევსებაში.


(ბოლო განახლება: 19.01.2022)

გადახდის მეთოდები